თანხა ჩამოიჭრა, Premium არ გაიხსნა — რა ვქნა?
ანგარიში → „გადახდები“-დან გახსენით შეკვეთა. თუ ჯერ მუშავდება, დაელოდეთ დადასტურებას და აღარ გადაიხადოთ. წარმატების შემდეგ შეამოწმეთ აპის ინტერნეტი და იმავე ანგარიშით შესვლა.
ბანკის აპიდან საიტზე დაბრუნება გადახდის დადასტურებაზე ადრე შეიძლება მოხდეს. „გადახდა მუშავდება“ გვერდი გარკვეული დროით ავტომატურად ახლდება; შემდეგ შეკვეთას „გადახდები“-დან გახსნით.
თუ საიტზე წერია „გადახდა წარმატებით შესრულდა“, გახსენით „გამოწერა“ და შეამოწმეთ ვადა. შემდეგ ტელეფონში გახსენით Mock Location და დაელოდეთ იმავე ანგარიშის სინქრონიზაციას. აპის ხელახლა დაყენება ან კვლავ გადახდა საჭირო არ არის.
თუ ლოდინი გაიწელა, ვადა არ გამოჩნდა ან შეცდომისას თანხა ჩამოიჭრა, მისწერეთ მხარდაჭერას. მიუთითეთ ანგარიში, გადახდის თარიღი და შეკვეთა. არ გაგზავნოთ ბარათის სრული ნომერი, უკანა კოდი ან დადასტურების კოდები.