გაგრძელდება თუ არა მარშრუტი, თუ აპს დავხურავ ან ტელეფონს გადავტვირთავ?
დიახ. მგზავრობა იმავე ადგილიდან გაგრძელდება აპის დახურვის, ეკრანის გამორთვის, გადატვირთვისა და აპის განახლების შემდეგაც კი. მას მხოლოდ „დასრულება“ და ჩანაცვლების გამორთვა წყვეტს.
მარშრუტს ჩანაცვლების ფონური სერვისი მართავს და არა ღია ფანჯარა, და ის რეგულარულად ინახავს, სად იმყოფება წერტილი. გადატვირთვის შემდეგ, სანამ ტელეფონი განბლოკილი არ არის, წერტილი ბოლო შენახულ ადგილზე დგას — განბლოკვამდე აპის ფაილები სისტემისთვის მიუწვდომელია. განბლოკვის შემდეგ მგზავრობა გრძელდება.
მგზავრობისას ძიება, რჩეულები და ისტორია ადგილს მხოლოდ აჩვენებს — „იქ გადასასვლელად დაასრულეთ მარშრუტი“. რომ გარსმა სერვისი არ გათიშოს, გამართეთ ავტოგაშვება და ბატარეა Xiaomi-ს ინსტრუქციით ან თქვენი გარსისთვის.